ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისსა და რეგიონებში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში საშობაო მსვლელობა "ალილო" მიმდინარეობს. ის ერთი საათის წინ, 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ პარლამენტთანაც, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სხვა დეპუტატები შეხვდნენ.
თბილისთან ერთად, საშობაო "ალილო" იმართება გორში, ზუგდიდსა და თელავშიც.

ალილოს ტრადიცია საქართველოში უკვე 20 წელია აღდგა. მსვლელობისას შეგროვებული ტკბილეული და საახალწლო ნობათი სამების ტაძარში იყრის თავს, შემდეგ კი ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში ნაწილდება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.