არქივი7 იანვარი, 2024, 11:24
თბილისში საშობაო "ალილოს" მსვლელობა მიმდინარეობს
ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში სადღესასწაულო საზეიმო მსვლელობა - "ალილო"მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი აღესრულება.
ალილოს მონაწილეებს პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დახვდნენ და ნობათი გადასცეს.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.