არქივი14 აპრილი, 2024, 11:08
ბაღდათი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ავარია მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.