თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების ფასი მხოლოდ 1%-ით, ძველი ბინების კი 14%-ით გაიზარდა

2024 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 23%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 8%-ით არის შემცირებული.
Colliers Georgia-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 9%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 14% და 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„2024 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 11%-ით გაიზარდა გარეუბანში, ქალაქის ცენტრში კი 1%-ით. რაც შეეხება ფართო ცენტრს, მაჩვენებელი 1%-ით, კვ.მ.-ზე 1,073 აშშ დოლარამდე შემცირდა.
2024 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,865 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 22%-ით, 274 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი“, – ნათქვამია განახლებულ მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?