ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხორბლის ფასი ერთ თვეში 13.8%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

ხორბლის ფასი ერთ თვეში 13.8%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

2024 წლის ოქტომბერში ხორბლის ფასი თვიურად 13.8%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Galt & Taggart ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს.
„საფრანგეთში ათწლეულის ყველაზე ცუდი მოსავალი დაფიქსირდა, სირთულეები კი მომავალ სეზონზეც შენარჩუნდება, რადგან ძლიერი წვიმების გამო ზამთრის თესვა გვიანდება.
მეორეს მხრივ, რუსეთში თესვის პროცესს ზედმეტად მშრალი ამინდი უშლის ხელს. შედეგად, ქვეყანაში 2025 წელს 80 მლნ ტონა ხორბლის მოსავალს ელიან (ზედიზედ მე-3 წლიური კლება), რაც გლობალურ მიწოდებაზე წნეხს კიდევ უფრო აძლიერებს“, - ნათქვამია მიმოხლვაში.
რაც შეეხება საქართველოს, 2024 წლის 9 თვეში ხორბლის იმპორტის ღირებულება წლიურად 35.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობა 55.9%-ით, რაც შემცირებული საშუალო იმპორტის ფასითაა გამოწვეული (-13.0% წ/წ).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.