პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში ოქტომბერში ჯამში 82 მლნ დოლარის ბინები გაიყიდა

ბათუმში ოქტომბერში ჯამში 82 მლნ დოლარის ბინები გაიყიდა

ბათუმში 2024 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 14%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,141 აშშ დოლარი შეადგინა. Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 11%-ით, კვ.მ.-ზე 1,014 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„ბათუმში 2024 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 27%-იანი კლება დაფიქსირდა.
2024 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 17%-ით, 1,506 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 33%-ით გაიზარდა და 82 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.