ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე (თბილისის შემოსასვლელი), მეკლდეურების მეშვეობით მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია. აღნიშნული მიმართულებით, ავტოტარნსპორტის მოძრაობა 2025 წლის 17 სექტემბრის12:00 საათიდან შეზღუდული იყო და დროზე ადრე აღდგა“, - ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.