არქივი17 სექტემბერი, 2025, 17:53
თბილისის შემოსასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე (თბილისის შემოსასვლელი), მეკლდეურების მეშვეობით მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია.
„აღნიშნული მიმართულებით, ავტოტარნსპორტის მოძრაობა 2025 წლის 17 სექტემბრის12:00 საათიდან შეზღუდული იყო და დროზე ადრე აღდგა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.