17 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი

17 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე, მეკლდეურების მეშვეობით ხორციელდება მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები რის გამოც, 2025 წლის 17 სექტემბრის 12:00სთ-დან 20:00სთ-მდე თბილისის მიმართულებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„ჩაკეტვის პერიოდში:
• სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის მიმართულებით.
• მცხეთიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, ხოლო შემდგომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის მიმართულებით“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.