არქივი16 ივნისი, 2026, 15:02
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, „იმედის“ პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა.
საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობდა.
არც გიორგი გედენიძე და არც მისი უფლებადამცველი პროცესს არ ესწრებოდნენ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.