არქივი16 ივნისი, 2026, 22:42
ნიკა გვარამია: არც გიორგი გედენიძე ვიცი, და არც შეურაცხყოფა მისგან. და მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო “იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე?

ნიკა გვარამია:
მედიიდან გავიგე ამ წუთას, რომ ვინმე გიორგი გედენიძე ჩემთვის ფბზე მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ.
არც გიორგი გედენიძე ვიცი, და არც შეურაცხყოფა მისგან. და მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო “იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე? თან ის ხელისუფლება, რომ მაშანტაჟა, 4ჯერ დამიჭირა, ჩასაფრებები მომიწყო, ჩემი ფოტოები გამოაკრა ყოველი არჩევნების წინ მთელ თბილისში, ცოლშვილი ფარულად გადაიღო და მერე ვიდეო გამომიგზავნა და ვინ მოთვლის კიდევ
ის არ მეყოფოდა, მე რომ მაჯარიმებენ და მიჭერენ და ახლა სხვებს ჩემ გამო რომ დააჯარიმებენ, ის უნდა ვიდარდო კიდე
ასეთი სიგიჟე გაუგონარია
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.