არქივი6 ივნისი, 2024, 20:21
თბილისის მეტროს „საბურთალოს“ ხაზზე შეფერხებაა
თბილისის მეტროპოლიტენის მეორე, საბურთალოს ხაზი გარკვეული დროით შეჩერებულია. ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტრო მგზავრების მომსახურებას ვერ ახერხებს.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხარვეზის გამოსასწორებლად ადგილზე სამუშაო ჯგუფი უკვე მივიდა.
მათივე თქმით, სატრანსპორტო მოძრაობა შეძლებისთანავე აღდგება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.