არქივი6 ივნისი, 2024, 21:41
რატომ დაცალეს მეტროს ვაგონები შუა გვირებებში? – რა ხდება ამ წუთებში საბურთალოს ხაზზე
საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო – წერეთლის მეტროში მგზავრები გვირაბიდან გამოიყვანეს.
წერეთლის სადგურთან ახლოს მდებარე მატარებლიდან მგზავრები ამ დროისთვის გვირაბით გამოჰყავთ.
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია – ინფორმაციას მერიის სატრანსპორტო სამსახური ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, მეტროს გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია და 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა, რამ გამოიწვია, კონკრეტულად ამ სადგურზე ძაბვის ვარდნა – ამაზე ინფორმაცია ჯერ არც ერთ უწყებას არ გაუვრცელებია.
http://
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.