პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო არ მუშაობს - სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი, დროებით, არ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მეტროს გაჩერების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს საბურთალოს ხაზი დაახლოებით, 19:45 საათზე გაჩერდა, პრესსამსახურში ამბობენ, რომ ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა და მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად.
radiotavisupleba.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.