თამარ ცქიტიშვილი: ეს ბიჭი ჩემი გიოა, ჩემი დეიდაშვილის შვილი… ბევრი სხვადახვა ინტერპრეტაცია მოვისმინეთ, სინამდვილე კი არის ეს…

ფილოლოგი, რედაქტორი თამარ ცქიტიშვილი:

ეს ბიჭი ჩემი გიოა, ჩემი დეიდაშვილის შვილი… და ეს ამბავიც ჩვენ გადაგვხდა… ბევრი სხვადახვა ინტერპრეტაცია მოვისმინეთ, სინამდვილე კი არის ეს – ამ არაჩვეულებრივ ბიჭს გუშინ ძმის ქორწილი ჰქონდა. ულამაზესი სუფრით და უცებ, ქართული სიმღერა არ მოეწონათ სტუმარ ქალბატონებს , გადმოასხეს ჯერ ღვინო, მერე შარდი და ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს… ხალხი დაიშალა, ისინი ისევ აგრძელებდნენ პროვოკაციას…. ხედავდნენ იქ იყო უამრავი ნასვამი ახალგაზრდა და თამაშობდნენ ნერვებზე – პაპუასი… გრუზინი სვინია… და როდესაც ქართულს ცეკვავდნენ ნეფე-პატარძალი, დააფურთხეს ზემოდან. აპარატურას… ათასჯერ ვთხოვეთ ადმინისტრაციას, რომ მოეგვარებინა… სამწუხაროდ, უუნარონი აღმოჩნდნენ და როდის და როგორ არც ვიცით, მაგრამ ნეფის ძმა ავიდა, რომ დალაპარაკებოდა და ის ქალბატონი ყელში სწვდა… ნასვამი ბიჭი იყო, არ ვამართლებ… მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ამის შემდეგ… სამწუხაროდ…

ცნობისათვის,

გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ, კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში რუსულად მოსაუბრე ქალებმა ქორწილის სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენეს, იმ მიზეზით, რომ ხმაური აწუხებდათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით მათ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ჩანს როგორ ურტყამს კაცი ერთ-ერთ ქალს და ყველაფერი იმას დააბრალეს, რომ რუსულად მოსაუბრეები იყვნენ და ამის გამო ქართველი ფიზიკურად გაუსწორდათ.
🔻💬 „ეს გენოციდი უკვე მომბეზრდა. რატომ აქვს ვინმეს უფლება, სხვა ადამიანი საკუთარი ენის გამო აწამოს? “- წერს ინციდენტის მონაწილე ქალი და არგუმენტად იშველიებს, რომ თავად უკრაინაში დაიბადა, მაგრამ რუსეთში ცხოვრობს და ამავე ენაზე საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ მასთან ერთად უკრაინელი ქალები იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე რუსულად საუბრობენ და დაბადების დღის აღსანიშნავად ყველანი აქ, საქართველოში შეიკრიბნენ. ამავე ქალის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენებები უკვე მისცეს, მთავარი დეტალებს შსს-სთან არკვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ჩვენი სისხლის სამართლის დოქტრინა იცნობს პროვოკაციის ცნებას, ანუ როდესაც ადამიანი განზრახ ქმნის ან იწვევს თავდასხმის საფრთხეს, რათა შემდეგ თავდამსხმელზე ძალა (ან სხვა საშუალება) გამოიყენოს და…