თამარ ჩერგოლეიშვილი – ნიკა მელია სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე – სააკაშვილი სთავაზობდა, პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვიო

გრიგოლ ვაშაძე თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“ – ნიკა მელია რეალურად მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას, თავის გათავისუფლებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე, – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სთავაზობდა ხელისუფლებას, რომ „პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვი“.
„შარლ მიშელის პროცესიდან მოყოლებული, თუ კიდევ უფრო ადრე, გრიგოლ ვაშაძე თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“. ის რასაც ნიკა მელია ვერ ამბობს, მე ვთქვი, მე პრობლემა არ მაქვს ადამიანებს პირდაპირ ვუთხრა. ნიკა მელია რეალურად მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ცდილობდა „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას, თავის გათავისუფლებას და ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო გრიგოლ ვაშაძე.
ახლა ბიძინა ივანიშვილი რომ ითხოვს, ავკრძალოთ „ნაციონალური მოძრაობაო“, მაგას რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და გაქრობა უნდოდეს, მიხეილ სააკაშვილი სთავაზობდა, რომ მე პარტიას გავაჩერებ, ოღონდ ციხიდან გამიშვიო. ამას ის აკეთებდა სასამართლო სხდომიდან და მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც გამორჩეული „ქოცი“ იყო. ჩვენ ხომ ის ყველას გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში. იმის იმედით ჰყავდა დაქირავებული, რომ ბიძინა ივანიშვილთან გარიგდებოდა. მაგრამ ეს არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილს. მას სააკაშვილი სჭირდება მოწინააღმდეგედ. ხოლო ახლა, როდესაც სააკაშვილის პარტია დედაქალაქში მეხუთე ადგილზე გავიდა, მას სჭირდება, რომ სატელიტები მიაბას“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ