ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა მელია და ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს

ნიკა მელია და ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა მელია და ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებენ.
როგორც ნიკა მელია წერს ის საგამოძიებო კომისიაში, 11 აპრილს, 13:00 საათზე, არის დაბარებული. „Позвонили“, - წერს ნიკა მელია.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით კომისიაზე 8 აპრილს, 10:00 საათზე არის დაბარებული. „მე მარტო დილის 7 საათზე მცალია. ასე გვიან ვერ მოვალ”, - წერს გვარამია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.