ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა მელია - გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი, „ქართული ოცნება“ და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან - მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს

ნიკა მელია - გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი, „ქართული ოცნება“ და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან - მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით“.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი... გამახსენა “ქართული ოცნება” და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან.
მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ; მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა, ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს“,- წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომაზე 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იხილება. სხდომაზე უკვე მოუსმინეს პაატა დავითაიას, გრიგოლ ვაშაძესა და მიხეილ ქარელს. მოწვეულები არიან ასევე: ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.