თაკო ჩარკვიანი: რაღაცა საბჭო შექმნილა საქართველოში, რუსოფობიის წინააღმდეგ… მოკლედ და კონკრეტულად ასეა “რუსეთი ოკუპანტია”

პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი:
რაღაცა საბჭო შექმნილა საქართველოში, რუსოფობიის წინააღმდეგ, ჰოდა, რუსეთი რომ ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული მსოფლიომ აღიარა, პუტინს, როგირც ომების გამჩაღებელს ჰააგის სასამართლოთი ემუქრება მსოფლიო, ჰოდა, პუტინზე უფრო დიდი “რუსოფობი” ვინ არის კიდევ, დედა უტირა საკუთარ ქვეყანას, შეაზიზღა მსოფლიოს-კაცობრიობას, ახალგაზრდები იძულებით მიჰყავთ და ახოცინებს საკუთარ ხალხს, მიითვისა გაზიდან დაწყებული ყველა საბადო, რაც ხალხს ეკუთვნის და უკრაინაში შევარდა და უმოწყალოდ ხოცა მშვიდობიანი მოსახლეობა.
ჩვენ აქ შემოგვივარდა საქართველოში ამოგვჟლიტა, აწამეს ახალგაზრდები 8 აგვისტოს და როგორც ტერორისტმა ისე წაგვართვა ძირძველი შუა ქართლი!!!!! არც რაიმე პროტესტი მახსენდება რუსეთში პუტინის წინააღმდეგ საქართველოში რატომ შევარდი და რატომ ამოჟლიტეო?!
ეს “საბჭო” ვის წინააღმდეგ შეიქმნა?!😂
მოკლედ და კონკრეტულად ასეა “რუსეთი ოკუპანტია”, ჩემი პატარა საქართველოს ტერიტორიები მიითვისა უმოწყალოდ გვხოცა რუსეთი ოკუპანტია !!!!!

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო