თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულის ლიდერ იგორ ნარმანიას

დღეს საღამოს, 3 ოქტობმერს, – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და მის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის წინა საღამოს, – თბილისში თავს დაესნხენ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს.
ნარმანიას, – რომელიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, – მეტეხის ხიდზე დაესხნენ თავს.
ის, თანაპარტიელებთან და აქტივისტებთან ერთად, მეტეხის ხიდზე გეგმავდა განცხადების გაკეთება ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით. სწორედ ამ დროს დაესხნენ თავს.
აქტივისტების ცნობით, მას რკინის ხელკეტით დაესხნენ თავს.
„აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე“, – თქვა მან.
„თქვენი არავის არ ეშინია და ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან“, – განაცხადა მან.
რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრთან დაკავშირებას კითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით.
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და პარალელურად, თანამოაზრეებთან ერთად, გეგმავს საპროტესტო დემონსტრაციას და „მშვიდობიან დამხობას“, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო