შსს მეტეხის ხიდთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერ იგორ ნარმანიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მორიგ განცხადებას ავრცელებს

სამართალდამცველების მიერ გამოკითხულია ინციდენტში მონაწილე სამივე მხარე, რომლებიც კონფლიქტის დაწყების მიზეზად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და ტაძრის მსახურ პირებს შორის მომხდარ შელაპარაკებას ასახელებენ, რაშიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსული პირები ჩაერთნენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მეტეხის ხიდთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც უწყება აღნიშნავს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ბრალდებული პირების გამოკვეთისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გასული ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებებს.
სამართალდამცველების მიერ გამოკითხულია ინციდენტში მონაწილე სამივე მხარე, რომლებიც კონფლიქტის დაწყების მიზეზად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და ტაძრის მსახურ პირებს შორის მომხდარ შელაპარაკებას ასახელებენ, რაშიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსული პირები ჩაერთნენ.
ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. გამოძიების ამ ეტაპზე მიღებული ჩვენებებით დგინდება, რომ ჩხუბში მონაწილეობას იღებდა იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფი ათზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი და მეორე მხრივ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გამოესარჩლნენ ტაძრის მსახურ პირებს. ამას, საკუთარ ჩვენებაში, თავად იგორ ნარმანიას თანმხლები ერთ-ერთი ახალგაზრდაც ადასტურებს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ბრალდებული პირების გამოკვეთისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში