ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილეს იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ

"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილეს იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილეს, იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
იგორ ნარმანია აქტივისტებთან ერთად მეტეხის ხიდზე 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, რა დროსაც თავდასხმა მოხდა.
„აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ვერაფერს ვერ დამაკლებენ, ამ ბრძოლაში ვის შეაშინებენ? აქ ათასობით კამერაა და პოლიციამ რომ ამოიღოს [გამოჩნდება], გვერდიდან მომეპარა. თქვენი არავის არ ეშინია და ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ერთი ახალგაზრდა.
აღნიშნულის გამო, განცხადების გაკეთება ვერ მოხერხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.