„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ – ამ მოთხოვნით ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ – ამ სლოგანით და მოთხოვნით ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბრძოლას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ბოლო დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებული ყველა პირი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.
„დღეს ვართ მარტივი რეალობის წინაშე, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი თანამებრძოლები აიყვანა პოლიტიკურ ტყვეობაში. ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები, რომლებიც ციხეში ჩასვა იმისთვის, რომ შემდეგ ამით ივაჭროს. ჩვენ გვაქვს მარტივი გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ სანამ ყველა დაკავებული არ გათავისუფლდება, მანამდე ბრძოლა არ გაჩერდება. მნიშვნელობა არ აქვს, დღეს შეიძლება ერთი გაუშვან, ხვალ მეორე, მაგრამ სანამ ყველა თავისუფალი არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა გაგრძელდება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ხალიბეგ მაგამედოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე