ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გენერალურ პროკურატურასთან აქცია სახელწოდებით, „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს“ იმართება

გენერალურ პროკურატურასთან აქცია სახელწოდებით, „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს“ იმართება

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქცია სახელწოდებით, „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს“ იმართება.
ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, მათ შორის, საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები.
აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ და ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ.
ერთ-ერთი დაკავებულის, 19 წლის ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ ყველა დაკავებული არის პოლიტიკური პატიმარი და ისინი სამშობლოს სიყვარულისთვის და პატრიოტიზმისთვის ისჯებიან.
„დღეს ეს საქმეები „შეკერილი“ აქვს პროკურატურას აბსოლუტურად ყალბი ბრალდებებით. არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ იმ ბრალის მიხედვით, რაც წარდგენილი აქვთ. შესაბამისად, მოვუწოდებ მათ, ამ ახალგაზრდების უკანონო პოლიტიკური დევნა შეწყვიტონ და გაათავისუფლონ ისინი,“ - განაცხადა ზურა ცეცხლაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.