ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლდანის ციხესთან ლოზუნგით - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გლდანის ციხესთან ლოზუნგით - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გლდანის ციხესთან ლოზუნგით - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროტესტში როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მათი თქმით, აქციების დროს დაკავებულები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ისინი პოლიტპატიმრები არიან და უნდა გათავისუფლდნენ.
როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებებით „რუსული რეჟიმი ხალხის დაშინებას ცდილობს“, თუმცა, მათივე თქმით, ხალხს არა თუ ეშინია, არამედ პირიქით - ბრაზდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.