სამხედრო კომუნიკაციების ექსპერტი და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი სერჰიი “ფლეში” ბესკრესტნოვი
სამხედრო კომუნიკაციების ექსპერტი და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი სერჰიი “ფლეში” ბესკრესტნოვი 20 აპრილს, ღამით, კიევის მახლობლად, მის სახლზე რუსული დრონების მიტანილი დარტყმის შედეგად დაშავდა.
მან დილით სოციალურ ქსელში საავადმყოფოდან ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ მისკენ ოთხი რეაქტიული Shahed-ის ტიპის დრონი გამოუშვეს. მისივე თქმით, ერთი მართვადი რაკეტა მისი სახლის კედელს მოხვდა.
2026 წლის იანვარში ბესკრესტნოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის, მრჩევლად დაინიშნა, ტექნოლოგიურ საკითხებში სპეციალიზაციით.
“მე დავშავდი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სასწაულებრივად ცოცხალი ვარ, მე ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და ეს არ შემაჩერებს,” – წერს ბესკრესტნოვი.