ზურა ჯაფარიძე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 19 დეკემბერს დატოვებს.
ინფორმაციას ჯაფარიძის ფეისბუკის გვერდი ავრცელებს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხეში სასჯელს იხდის სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო – კომისია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა.
2012 წლამდე ზურა ჯაფარიძეს ხელისუფლების არცერთ შტოში არ ეკავა თანამდებობა.
პატიმრობისას მას და სხვა პატიმარ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დამატებითი ბრალდებები წაუყენეს.
6 ნოემბერს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (მიხეილ სააკაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
ზურა ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენეს საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.
პოლიტიკოსს 7-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე შესთავაზეს ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაც კანონით გათვალისწინებული პროცედურაა, თუმცა, მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა: “ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას“, – ზურა ჯაფარიძის პოზიციის შესახებ პოსტი 20 ნოემბერს მის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან