ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ჯაფარიძე ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს

ზურაბ ჯაფარიძე ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს.
“ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ 19 დეკემბერს დატოვებს” – იუწყება მისი ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.
გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს 7 თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი იმის გამო, რომ არ მივიდა “ოცნების” პარლამენტის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ზურაბ ჯაფარიძე 22 მაისს დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
ზურაბ ჯაფარიძის სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან უარი თქვა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ კომისიაში მონაწილეობაზე, რომელიც წინა ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას “სწავლობდა”.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.