ზურაბ ჯაფარიძე პენიტენციურ დაწესებულებას 19 დეკემბერს დატოვებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 19 დეკემბერს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.