ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ჯაფარიძე - რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს, მიხვდებიან, რომ ხალხის შეჩერება შეუძლებელია - არ მოქმედებს არც დაჭერა, არც „ჩადება“, არც მუქარა და კანონის ცვლილებები

ზურაბ ჯაფარიძე - რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს, მიხვდებიან, რომ ხალხის შეჩერება შეუძლებელია - არ მოქმედებს არც დაჭერა, არც „ჩადება“, არც მუქარა და კანონის ცვლილებები

რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს. მიხვდებიან, რომ ამ ხალხის შეჩერება შეუძლებელია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს „თბილის მოლთან“ განუცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებია.
როგორც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ აღნიშნა, არავინ დაიღლება და პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ხალხი არ გაიმარჯვებს.
„სანამ არ გავიმარჯვებთ ეს ხალხი პროტესტს გააგრძელებს, ხალხს არაფერი გააჩერებს. რამდენი ნიღბიანიც არ უნდა გამოიყვანონ, ბატალიონი დააყენონ, შინაარსი არ აქვს. მიხვდებიან, რომ ამ ხალხის შეჩერება შეუძლებელია. არ მოქმედებს არაფერი, არც დაჭერა, არც „ჩადება“, არც მუქარა, კანონის ცვლილებები.
სულ ღრღნით ვიღაცებს ეჭვი, რომ ხალხი დაიღლება, არავინ დაიღლება! პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოვიგებთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.