“ოცნებამ” 3 ცვლილება დააყენა, ბოლო პარაგრაფის წაშლას ითხოვენ – ჯაფარიძე

“ქართული ოცნების” დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციის პროექტზე სამი შესწორება აქვთ დარეგისტრირებული. ივანიშვილის წარმომადგენლები ითხოვენ ახალი არჩევნების მოთხოვნის უკან წაღებას, ამბობენ, რომ ითანამშრომლებენ ასამბლეასთან და ითხოვენ ბოლო პარაგრაფის სრულად ამოღებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხი გადაიხედება:
“ბოლო ინფორმაცია რაც არის, “ოცნებას” აქვს სამი ცვლილება დაყენებული. ერთი ეხება ახალი არჩევნების მოთხოვნას. წერენ, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი რატომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნებიო; მეორე ცვლილება დააყენეს, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთო ევროსაბჭოსთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და მოკლედ, კარგად მოვიქცევითო და მესამე – ბოლო პარაგრაფის წაშლას ითხოვენ დოკუმენტიდან, სადაც საუბარია იმაზე, რომ აპრილში უნდა მოხდეს გადახედვა ივანიშვილის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის. არც ერთი აქედან არ გავა. გვქონდა კონსულტაციები აქ პოლიტიკურ ჯგუფებთან და ძალიან ცალსახაა, რომ ის დოკუმენტი, რომელიც არის, სავარაუდოდ, ცვლილებების გარეშე გავა” ამბობს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის პროექტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და 2025 წლის აპრილის სესიამდე უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დღეს უყრიან კენჭს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?