ზურაბ ჯაფარიძე – აკეთებენ ყველაფერს, რომ პროტესტი ჩაახშონ, იღებენ დრაკონულ კანონს ზუსტად ისე, როგორც რუსეთში ხდებოდა, მაგრამ ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდება

ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ – რამდენიც არ უნდა დააკავონ – არ გაჩერდება ეს ამბავი, შეუძლებელია, ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იღებს „დრაკონულ კანონს“ ზუსტად ისე, როგორც რუსეთში ხდებოდა.
„ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ – რამდენიც არ უნდა დააკავონ. ისინი [„ქართული ოცნება“] აკეთებენ ყველაფერს, რომ პროტესტი ჩაახშონ. სჭირდება ამას საკანონმდებლო ცვლილებები? – ამას აკეთებენ. იღებენ რაღაც დრაკონულ კანონს ზუსტად ისე, როგორც რუსეთში ხდებოდა ეს. ერთი ერთში აკოპირებენ ყველაფერს. არც მაგისი არვის ეშინია. არ გაჩერდება ეს ამბავი, შეუძლებელია. ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო