ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში, ნატო-ში გასაწევრიანებლად, რათა თავი დაცულად და სტაბილურად ვიგრძნოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში, ნატო-ში გასაწევრიანებლად, რათა თავი დაცულად, მშვიდობიანად და სტაბილურად ვიგრძნოთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვაშინგტონში დემოკრატიის საერთაშორისო კავშირის ფორუმის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის შეხვედრების მიზანია, საქართველო დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში.
„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან გააქრო და ძალიან ბევრი დისკუსია, სადაც საქართველოს ხსენება იყო ტრადიციული, საქართველოს ხსენების გარეშე მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა საბოლოო ჯამში დაიმკვიდრონ ადგილი დასავლეთში, ევროკავშირში, ნატო-ში, იქ, სადაც ისინი თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ზუსტად ის, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, გავწევრიანდეთ ნატო-ში და დაცულად, მშვიდობიანად და სტაბილურად ვიგრძნოთ თავი. ამას საფუძველი ჩაეყარა „ვარდების რევოლუციით“ და ახლა „ქართული ოცნების“ ამ საზიანო პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენ საფუძველს ვუყრით დღესაც, რომ ჩვენ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ სწრაფად გადავდგათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაზრდის პოლარიზაციას და დაპირისპირებას – უნდა მოვერიოთ ამბიციებს და ვთქვათ, რომ კანონი უკან გაიწვიონ