დავით მათიკაშვილი – მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ სრული დემონტაჟი – პარტიას იმ რაოდენობის წევრები ტოვებს, რომ თუ ასე გაგრძელდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა აღარავინ დარჩეს

მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის“ სრული დემონტაჟი – პარტიას იმ რაოდენობის წევრები ტოვებს, რომ თუ ასე გაგრძელდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა აღარავინ დარჩეს, – ეს შეფასება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
მათიკაშვილს შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობას“ წლების განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დესტრუქცია საკუთარ პარტიაში მოუბრუნდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმესს კრიზისს განიცდის, რომელიც ამ პარტიის, როგორც აქტიური პოლიტიკური ერთეულის გაქრობით დასრულდება, რაც გარდაუვალი პროცესია – პარტია რამდენიმე ნაწილად დაიშლება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ის რეალობაც შეიძლება დაუდგეს, რომ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.