პარიზში საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტი საქართველოზე დებატებს მასპინძლობს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მონაწილეობს

პარიზში საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტი საქართველოზე დებატებს მასპინძლობს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარტია „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ჟაკ დელორის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი თორნიკე გორდაძე მონაწილეობენ.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ევროპის დედაქალაქებში ეჭვი ეპარებათ, რომ არსებული მთავრობის პირობებში, „რომლის რუსეთთან კავშირებმა ბევრი კითხვა დაბადა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას.“
„იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და, სავარაუდოდ, ევროპული საბჭო ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, ევროპის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში აინტერესებთ, სტატუსის მიღების შემდგომ რამდენად გადადგამს საჭირო ნაბიჯებს ოლიგარქ ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო ნაბიჯებს. ევროპის დედაქალაქებში ეჭვი ეპარებათ, რომ არსებული მთავრობის პირობებში, რომლის რუსეთთან კავშირებმა ბევრი კითხვა დაბადა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყველა უყურებს, როგორც ტესტს, რომ საქართველომ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია