: ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში ბაზარზე არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, თუმცა გადაჭრის გზები ბუნდოვანია

ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრი და განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი დოკუმენტს პარტია “ხალხის ძალამ”.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა კარგი ნაშრომია და პრობლემების იდენტიფიცირება სწორად მოხდა, მასში მკაფიოდ არ ჩანს ის მექანიზმები, რომლებიც კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ.
„მხარი არ დავუჭირეთ ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას, პირველ რიგში იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვა მოლოდინი იყო შექმნილი. დასკვნა უდაოდ კარგი ნაშრომია. ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის, სუბიექტური მოლოდინი იყო, რომ ამ დასკვნის შემდეგ ჩვენ ვნახავდით კონკრეტულ მექანიზმებს, თუ რა ნაბიჯებს დაგეგმავდა და გადადგამდა სახელმწიფო.
რეკომენდაცია და დასკვნა როდესაც ვნახე, დავინახე, რომ პრობლემის იდენტიფიცირება ძალიან კარგად მოხდა, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზები არ ჩანს, ან ბუნდოვანი იყო. მე ძალიან მინდა, რომ ამ დასკვნის საფუძველზე ხელისუფლებამ გამონახოს ისეთი მექანიზმები, რომ შემდეგში ამ თემაზე საუბრისას ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ვთქვა, რომ მე ვცდებოდი.
პირველი მთავარი პრობლემა, რაც წინა სესიაზეც გავაჟღერე, არის ის, რომ ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა უნდა ხდებოდეს. ნებსით თუ უნებლიედ ჩამოყალიბდა ისე, რომ თავისუფალი ბაზრის აღქმა გვაქვს და ვხედავთ 5-6 კომპანიას, რომელიც გიგანტია – გვიმტკიცებენ, რომ ფასს არ განსაზღვრავენ ბაზარზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ფასი ყველგან ერთია. ეს კითხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთანაც დავსვი.
დასკვნა თავისთავად ძალიან კარგი მოვლენაა, კარგი ნაშრომია, მაგრამ თუ ეს დასკვნა შექმნის იმ ბერკეტს, რომლის საფუძველზეც მიზანს მიაღწევს და მოხდება ფასების კორექტირება, ეს იქნება ძალიან კარგი,”- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს