: რეგიონებში დავიწყეთ “ხალხის ძალის” ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა და პარტიული აპარატი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი მედიასთან გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ რეგიონულ ტურნეს. მან ისაუბრა პარტიის სამომავლო გეგმებზე:
„ჩვენ რეგიონებში დავიწყეთ ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა, პარტიული აპარატი და ის სწორი ვერტიკალი, რომელიც პარტიას გადაიყვანს აქტურ პერიოდში, სანამ მოვა წინასაარჩევნო დრო“ – განაცხადა ქადაგიძემ. დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ „ხალხის ძალის“ სახეები ჩართულნი იყვნენ 2012 წელს „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბებაში, შესაბამისად, მოლოდინი „ხალხის ძალის“ მიმართ რეგიონებში დიდია. „ჩვენ ახლა გვაქვს რეგიონული ტურნე. მოგეხსენებათ, სამოცდა სამივე მუნიციპალიტეტში ჩვენს პარტიას ფრაქციები აქვს.
მინდა ხაზი გავუსვა – ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ჩვენი პარტიის ლიდერები, დაწყებული სოზარ სუბარით და დასრულებული დიმიტრი ხუნდაძით, იყვნენ ჩართულნი „ქართული ოცნების“ დაფუძნებაში. შესაბამისად, რეგიონებში ამის გამოც არის განსაკუთრებული მოლოდინი „ხალხის ძალის“ მიმართ. ჩვენ რეგიონებში დავიწყეთ ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა, პარტიული აპარატი და ის სწორი ვერტიკალი, რომელიც პარტიას გადაიყვანს აქტურ პერიოდში, სანამ მოვა წინასაარჩევნო დრო. მეტ დეტალზე კი ვისაუბრებთ უკვე მაშინ, როცა წინასაარჩევნო პერიოდში შევალთ“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს