ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ ფარჯიანი: თავიდან ექსპერიმენტული იყო: ანესთეზია, ანტიბიოტიკები, ორგანოების ტრანსპლანტაცია, ქიმიოთერაპია, ვაქცინები

ზურაბ ფარჯიანი: თავიდან ექსპერიმენტული იყო: ანესთეზია, ანტიბიოტიკები, ორგანოების ტრანსპლანტაცია, ქიმიოთერაპია, ვაქცინები
დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი: 
ცოფის პირველი აცრა - არანაირი "მეცნიერული მტკიცებულება" არ არსებობდა, უბრალოდ თუ არ გაუკეთებდნენ ბავშვს (Joseph Meister იყო პირველი პაციენტი) აცრას, მოკვდებოდა.
"ყვავილის" პირველი აცრა - არანაირი "მეცნიერული მტკიცებულებები" არ არსებობდა.
ისტორიულად, მედიცინა ექსპერიმენტების გზით ვითარდებოდა.
თავიდან ექსპერიმენტული იყო:
ანესთეზია, ანტიბიოტიკები, ორგანოების ტრანსპლანტაცია, ქიმიოთერაპია, ვაქცინები.
განსაკუთრებით, იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც გადაუდებელი აუცილებლობის/საფრთხის წინაშე იდგნენ.
და ეს პირველ რიგში სწორედ დიუშენის მსგავს მძიმე, იშვიათ დაავადებებს ეხება, როდესაც პოტენციურმა სიკეთემ შეიძლება გადააჭარბოს არსებულ რისკებს და როდესაც ამ ექსპერიმენტული წამლის გარეშე შედეგი ყველა ვარიანტში სავალალო იქნება.
თანხებს რაც შეეხება - თუ ქვეყანაში მოინახა 7 მილიონი "ქეშად", ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ბინაში, იქნებ 50 მილიონიც მოინახოს ავადმყოფი ბავშვებისთვის?!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.