ზურაბ ბატიაშვილი: უკრაინაში დამარცხების შემდეგ კი რუსეთის იმპერიას გარდაუვალად ელის სამოქალაქო ომი და საბოლოო დაშლა

ცნობისათვის, თურქეთში მოლაპარაკებებისთვის გაგზავნილ რუსეთის დელეგაციაში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ არის. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის სიას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
დელეგაციის მეთაურად პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი არის დანიშნული.
ის 2022 წელსაც იყო რუსეთის სამომლაპარაკებლო ჯგუფის მეთაური, როდესაც ერთმანეთს უკრაინული და რუსული დელეგაციები ხვდებოდნენ.
დელეგაციაში ასევე შედიან: მიხაილ გაულიზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე).
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.