ზურაბ ბატიაშვილი – არის საქართველოსა და ხალხის მეგობარი და არა რომელიმე პარტიის, აშშ ქვეყანას არ მიატოვებს რუსეთის პირისპირ, სენატში „MEGOBARI აქტის” დაჩქარებული წესით განხილვაც, სწორედ ამას ადასტურებს

შეერთებული შტატები არის საქართველოს და ხალხის მეგობარი და არა, რომელიმე პარტიის მეგობარი, საქართველოს არ დატოვებს და არ მიატოვებს , – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა, “წინააღმდეგობის პლატფორმის” ფარგლებში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, შეხვედრაზე საქართველოში და მის გარშემო არსებული ვითარება მიმოიხილეს, განსაკუთრებით, “MEGOBARI აქტი” და მისი მნიშვნელობა.
“მიმოვიხილეთ საქართველოში და მის გარშემო არსებული ვითარება, ასევე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის “MEGOBARI აქტი”, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორიაში.
შეერთებული შტატები არის საქართველოს და ხალხის მეგობარი და არა, რომელიმე პარტიის მეგობარი, აშშ საქართველოს არ დატოვებს და მიატოვებს რუსეთის პირისპირ. ეს აქტი ამის ნიშანია, მისი დაჩქარებული წესით სენატში განხილვა, სწორედ ამას ადასტურებს. ეს აქტი ასევე მოიცავს იმას, რომ მას კონკრეტული განვითარება ექნება. ვფიქრობ, რომ სიაში შემავალი პირების რაოდენობა მალე გაიზრდება. თუ ახლა სიაში ხელმძღვანელი პირები არიან, შემდეგ შეიძლება მათი მოადგილეები და უფრო დაბალი თანამდებობის პირებიც მოხვდნენ”, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად