ზურაბიშვილი აშშ-ს სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს – გამოცემა The Hill

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ზურაბიშვილი გასული წლის დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წყალობით რესტავრირებული პარიზის წმინდა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნით ღონისძიებაზე დონალდ ტრამპს შეხვდა და საქართველოზე ესაუბრა.
„მისი [ზურაბიშვილის] გზავნილი არის ის, რომ აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს“, – წერს The Hill-ი.
გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და ქვეყნის 20% ოკუპაციას დღემდე ახდენს. გარდა ამისა, მოსკოვს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის წახალისებაში სდებენ ბრალს.
„მქონდა შესაძლებლობა მეთქვა მისთვის [ტრამპისთვის], რომ ეს არის სტრატეგიული რეგიონი, რომელიც არ შეიძლება დაივიწყოს შეერთებულმა შტატებმა“, – ციტირებს გამოცემა ზურაბიშვილს.
როგორც The Hill-ი იუწყება, გასულ კვირას ზურაბიშვილი აშშ-ში ტრამპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, სადაც მარკო რუბიოს და პიტ ჰეგსეტს შეხვდა. „მათ არ უნდა დაუშვან რუსეთის ლიდერობა რეგიონში. ეს უნდა გვესმოდეს“, – თქვა ზურაბიშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ თუ ამერიკა რეგიონში მიმდინარე პროცესებში არ ჩაერთვება, ის რუსეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს