ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებზე – მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.
„თითოეული მსგავსი ტერორისტული აქტი ადასტურებს, რომ ჩვენ რუსული ტერორისგან თავის დასაცავად მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. ყოველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ყოველი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იმოქმედონ, შეთანხმებები შეასრულონ და რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების იერიშების შედეგად, პოლტავაში სამი ადამიანი, ხარკოვში ერთი და სუმის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა.
„ღამით რუსეთმა ჩვენს ქალაქებზე სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით, მათ შორის, რაკეტებით, დრონებით, საავიაციო ბომბებით, მორიგი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია