ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო

სალომე ზურაბიშვილი - მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო

მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პარალელურად ქართველები სოლიდარობის ნიშნად ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ.
„მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო. მადლობელი ვარ კონგრესმენი ჯო უილსონის მაღალი დონის კონტაქტების ხელშეწყობისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის! მაშინ, როცა მე თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ინაუგურაციის ცერემონიას ვესწრები, ქართველები სოლიდარობის ნიშნად თავიანთ ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ. აშშ-ის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს ამას?“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.