ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზუგდიდის მერია კონკურსს აცხადებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზუგდიდის შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, კონკურსს აცხადებს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსი ევროკავშირის პროექტის - #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისმა კომისიამ მიიღო.
კონკურსი ორ მიმართულებას ითვალისწინებს:
· ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეწვისა და გასტრონომიის სექტორის ხელშეწყობა.
მიმართულების საკონკურსო ბიუჯეტი - 42 492 ლარი;
· ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
მიმართულების საკონკურსო ბიუჯეტი - 42 492 ლარი;
საკონკურსო განაცხადების მიიღება შესაძლებელია 2023 წლის 28 დეკემბრიდან 2024 წლის 27 იანვრამდე მატერიალური სახით მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90, ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] ელექტრონული დოკუმენტის სახით.
დამატებითი ინფორმაცია და ფორმულარები, იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
კონკურსის დებულება: https://shorturl.at/ejBUX
კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://shorturl.at/awBP0
დანართი N1 - განცხადების ფორმა: https://shorturl.at/opuV0
დანართი N2 - საპროექტო განაცხადი: https://shorturl.at/EQRT2
დანართი N3 - დაზუსტებული ინფორმაცია: https://shorturl.at/ryPRV
დანართი N4 - შესრულების ანგარიში: https://shorturl.at/hrsH1

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.