ეროვნული ბანკი პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის ესკიზების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის ესკიზების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2025 წელს ლარის შემოღებიდან 30 წელი შესრულდება. 1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გაეშვა საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ლარი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.
„პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ამ მოვლენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს ისტორიაში პირველი საკოლექციო დანიშნულების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის გამოსაშვებად და ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს.
კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ