ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო

საახალწლოდ, ზუგდიდის ცენტრალური მოედანი, ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ილუმინაციებით მოირთო, ხოლო დადიანების სასახლის ეზო მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული ილუმინაციებითა და სხვადასხვა დეკორაციული სანათებით განათდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.
„ამაღლებული და კარგი განწყობაა დღეს ჩვენს ქალაქში, დადებითი მოლოდინებით ვართ 2024 წლის მიმართ, უმნიშვნელოვანესი და უდიდესი მიღწევები ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს 2023 წელის განმავლობაში. ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ბევრს შევძლებთ და დავიმკვიდრებთ თავს ევროპულ ოჯახში, ეს იქნება თითოეული თქვენგანის დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ადგილობრივმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალურმა, სამეჯლისო, სპორტულმა და თანამედროვე ცეკვების ანსამბლებმა, სახელოვნებო სკოლების გაერთიანების აკადემიურმა გუნდმა.
საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ