არქივი7 იანვარი, 2024, 08:40
ზუგდიდისა და ცაიშის მიტრიპოლიტმა გერასიმემ საშობაო წირვა ივერიის ღვთისმშობლის შობის მშენებარე ტაძარში აღავლინა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტრიპოლიტმა მეუფე გერასიმემ საზეიმო ლიტურგია ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის შობის მშენებარე ტაძარში აღავლინა.
მან სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებლებს, შობა მიულოცა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.
სადღესასწაული ღამისთევის წირვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.