ალავერდის ტაძარში საშობაო წირვა დილამდე გაგრძელდა

ალავერდის ტაძარში საშობაო წირვა დილამდე გაგრძელდა. სადღესასწაულო მსახურება აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საშობაო ლიტურგიას სასულიერო პირები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული მრევლი ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ საშობაო დღესასწაულის აღნიშვნამდე მომლოცველები დიდ მარხვაში იმყოფებიან. ქრისტე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა ლოცვა ალავერდის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. 7 იანვარს ალილოს მსვლელობა კი თელავში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი