არქივი7 იანვარი, 2024, 10:11
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი, ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი, ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
საშობაო ლიტურგიას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრება.
აღსანიშნავია, რომ საშობაო დღესასწაულის აღნიშვნამდე მომლოცველები 40-დღიან მარხვაში იმყოფებიან.
ქრისტე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აჭარის ყველა მოქმედ ტაძარში მიმდინარეობს.
7 იანვარს, 12:00 საათიდან, ალილოს მსვლელობა ბათუმსა და ქობულეთში გაიმართება. მომლოცველები მსვლელობას საკათედრო ტაძრის ეზოდან დაიწყებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.