ზელენსკი წერს, რომ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების საუბარი იყო “ხანგრძლივი და ძალიან დეტალური”

“ჩემმა გუნდმა მომახსენა, რომ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებს ჰქონდათ ხანგრძლივი და ძალიან დეტალური საუბარი. განხილვაში მონაწილეობდა საგულისხმო შემადგენლობა. ეს მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდი ყველას მათი მუშაობისა და გულწრფელი სურვილისთვის, რომ შეაჩერონ კვლა და უზრუნველჰყონ ხანგრძლივი მშვიდობა” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, “საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ხვალ გააგრძელებენ, კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. , როგორც ყოველთვის იმუშავებს პროდუქტიულად – ჩვენ გვჭირდება ღირსეული მშვიდობა”.
7 აგვისტოს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ -ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილი სტივ უიტკოფი ვიდეოკონფერენციას გამართავდა უკრაინისა და ევროპის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. “აქსიოსის” ინფორმაციით, უიტკოფს ონლაინშეხვედრის მონაწილეებისთვის უნდა გაეზიარებინა ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტთან 6 აგვისტოს შეხვედრის შესახებ.
ამავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღის ბოლოს იგეგმებოდა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების შეხვედრა და რომ მასში მონაწილეობას მიიღებდა “პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელი”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია